რერა Cercle-ის მასტერკლასზე თბილისში
21.07.2019

20 ივლისს "რერა" Cercle-ის მასტერკლასის მონაწილეებს და მუსიკოსებს ფურშეტით გაუმასპინძლდა.

მასტერკლასი Polo&Pan-ის ლაივის ჭრილში ჩატარდა. კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ Cercle-ის მას­ტრკლასს დას­წრე­ბოდ­ნენ, სა­დაც მათი გუნ­დის წევ­რე­ბმა დე­რეკ ბარ­ბო­ლამ და ფი­ლიპ ტუჩ­მა­ნმა მსმე­ნე­ლებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს ივენ­თე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის შე­სა­ხებ.

მასტერკლასის შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაეგემოვნებინათ "რერას" უგემრიელესი კერძები. ფურშეტზე წარმოდგენილი იყო "რერას" ეკოლოგიურად სუფთა ცომისაგან დამზადებული კანაპეები და დესერტის ასორტიმენტი. განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა რერას ფერადმა და ტკბილმა ბლინებმა.