27 აგვისტო2019
22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში, Check in Georgia-ს ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართა.  ფესტივალზე უკრავდნენ ისეთი ცნობილი DJ-ები, როგორებიც არიან Nina Kraviz, a-z Adriatique, Ben Klock, Claptone, Dax J და სხვა. მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავდა სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. სწორედ ამ ფასეულობებს იზიარებს "რერა ბუფეტი", რომელიც არც ამ მუსიკალურ ღონისძიებას გამოაკლდა და თავისი ეკოლოგიურად სუფთა, უკვე ცნობილი ბურგერი ფესტივალის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს შესთავაზა.
21 ივლისი2019
20 ივლისს "რერა" Cercle-ის მასტერკლასის მონაწილეებს და მუსიკოსებს ფურშეტით გაუმასპინძლდა. მასტერკლასი Polo&Pan-ის ლაივის ჭრილში ჩატარდა. კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ Cercle-ის მას­ტრკლასს დას­წრე­ბოდ­ნენ, სა­დაც მათი გუნ­დის წევ­რე­ბმა დე­რეკ ბარ­ბო­ლამ და ფი­ლიპ ტუჩ­მა­ნმა მსმე­ნე­ლებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს ივენ­თე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის შე­სა­ხებ. მასტერკლასის შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაეგემოვნებინათ "რერას" უგემრიელესი კერძები. ფურშეტზე წარმოდგენილი იყო "რერას" ეკოლოგიურად სუფთა ცომისაგან დამზადებული კანაპეები და დესერტის ასორტიმენტი. განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა რერას ფერადმა და ტკბილმა ბლინებმა.      
20 ივლისი2019
"რერა ბუფეტი" Polo & Pan Live-ზე იყო წარმოგენილი. კონცერტი 20 ივ­ლისს, თბი­ლი­სის ვა­გონ­შემ­კე­თე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში გაიმართა. ფრან­გმა დუ­ეტ­მა Polo & Pan-მა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ მო­ა­წყო და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ას­რუ­ლა. რერას საკვებმა ობიექტმა ელექტრონული მუსიკის 9000 მოყვარულს მაღალი ხარისხის ბურგერი, ქაბაბი, ბლინები და სხვა კერძები შესთავაზა.  ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა კი სა­ინ­ტე­რე­სო შოუს მო­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნეს, - სა­ხელ­მწი­ფო პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლმა მი­მე­ბმა მუ­სი­კის, მოძ­რა­ო­ბი­სა და პლას­ტი­კის სინთეზი წარ­მო­ად­გი­ნეს.