კომპანიის შესახებ

„რერა“-ს გაყინული კერძების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტების წარმოება დაარსდა 2015 წელს შპს „G&A Group”-ის ბაზაზე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით.

„რერა“-ს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით.

კომპანიის პროდუქცია იწარმოება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით. რეცეპტურა კი უნიკალურია, რაც „რერა“-ს კერძების გემოს ტრადიციულ და ამასთანავე განუმეორებელ თვისებებს სძენს.

„რერა“-ს საწარმო ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • გაყინული სწრაფად მომზადებადი კერძები
  • თევზეული და ზღვის პროდუქტები

საწარმოში ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, „რერა“ ყოველთვიურად 15-20 ტონა პროდუქციას აწარმოებს. კომპანია მუდმივი განვითარებისა და ზრდის პრინციპებზეა დამყარებული და მომავალში იგეგმება თვეში პროდუქციის წარმადობის 100 ტონამდე გაზრდა.

„რერა“ გეგმავს უახლოეს მომავალში მიიღოს ISO 9001; ISO 22000; НАССР სერტიფიკატები, რითაც საწარმოშიც და მენეჯმენტის ყველა რგოლში უზრუნველყოფს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას.

 

 

 

 

 

კომპანიის მისია

"რერა"-ს მისიაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შექმნა, რაც მათ მისცემს საშუალებას აწარმოონ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტები, რითაც ბაზარზე სამაგალითო ადგილის და ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას მოახდენენ.

„რერა“-ს მიზანი, ასევე, მომხმარებელთან საერთო ენაზე საუბრის ფორმის შექმნაა, მისი მოთხოვნების და სურვილების მოსმენა და გათვალისწინება. ასევე საწარმოო პროცესის სრული გამჭვირვალობის პრინციპების ჩამოყალიბება, რაც ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას თავად შეაფასოს თუ რა პირობებში, როგორ და რა განწყობით იქმენბა მათთვის „რერა“-ს გემრიელი კერძები.