„რერას“ წარმოება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმო, სადაც ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა გაყინულ კერძებს, თევზის და ზღვის პროდუქციას აწარმოებს, მომავალში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება.      
    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „G & A GROUP“-ს საწარმოს ეწვია, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველი ვიცე-
დაგვიმეგობრდი